17 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ელჩებს აქვთ მკაფიო დავალება, რომ ზაზა გახელაძის საკითხი ყველა უმაღლესი დონის ფორუმზე დაისვას - დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთ მინისტრობის კანდიდატ დავით ზალკალიანის განცხადებით ელჩებს აქვთ ძალიან მკაფიო დავალება, რომ ზაზა გახელაძის საკითხი ყველა უმაღლესი დონის ფორუმზე დაისვას.

დავით ზალკალიანის თქმით, იმედი აქვს, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით ზაზა გახელაძე გათავისუფლდება.

"ყველა ელჩს, ყველა პარტნიორ და არაპარტნიორ ქვეყანაში, ძალიან მკაფიო დავალება აქვს, რომ ეს თემა ყველა უმაღლესი დონის ფორუმებზე აიწიოს.

გახსოვთ, რომ მაშინაც ვაჟა გაფრინდაშვილს მისჯილი ჰქონდა პატიმრობა, მისი გათავისუფლება მაინც მოხერხდა. იმედი მაქვს, იმ ზეწოლით და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობით, ჩვენ ამ შედეგს მივაღწევთ. ძალიან კარგია, რომ ორი დღის წინ კიდევ ერთი ქართველი გათავისუფლდა და მე დარწმუნებული ვარ, ზაზა გახელაძეც საღსალამათი დაუბრუნდება საკუთარ ოჯახს,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა ორი თვით გაუხანგრძლივა.

დღის ამბები