26 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
2 დღე ევროპაში ვაქცინაციის დაწყებამდე - ქვეყნები მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად შეზღუდვების გამკაცრებას განაგრძობენ

ევროპაში ვაქცინაციის დაწყებამდე 2 დღე რჩება, მანამდე ქვეყნები მესამე ტალღის თავიდან ასაცილებლად შეზღუდვების გამკაცრებას განაგრძობენ. ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ვაქცინაციის დაწყება ევროპისთვის ნორმალური ცხოვრების ეტაპობრივად დაბრუნებას ნიშნავს.​

COVID-19-ის​ მუტაციამ ევროპაში ახალი ლოკდაუნის საფრთხე შექმნა. წითელ ზონად გამოცხადებული კონტინენტის ქვეყნები საზღვრების კონტროლს ამკაცრებენ. დღეიდან ბელგიაში შესასვლელად, კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხია საჭირო. საზღვრებზე გადაადგილება შეზღუდა საფრანგეთმა, გერმანიამ ნიდერლანდებმა და ავსტრიამ. ევროპაში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებლით, იტალია ლიდერობს. ქვეყნის დიდ ქალაქებში მოსახლეობის გადაადგილებას კარაბინერები აკონტროლებენ.

ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული კოვიდტესტის ნეგატიური პასუხი სჭირდებათ მათ, ვინც დიდი ბრიტანეთიდან შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. 14 დღიანი საყოველთაო ლოკდაუნის ფონზე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა პანდემიას პირველი დაამარცხებს. ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო მომავალი კვირიდან ყოველდღიურად 100 000-ს მოქალაქეს აცრის.

ვაქცინაცია დაიწყო ჩინეთშიც. პირველ რიგში, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატს, სამედიცინო პერსონალი და იმ რეგიონის მოსახლეობა მიიღებს, სადაც კორონავირუსის გავრცელების საშიშროება არსებობს.

დღის ამბები