19 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რეგიონში ინფიცირების კლების ტენდენცია ნარჩუნდება 

ბოლო 24 საათში, აჭარაში კორონავირუსის 121 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე, ნონა ეფაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ახალ შემთხვევათა კლების ტენდენცია შეინიშნება. მისივე თქმით, კორონავირუსმა ბოლო ერთ დღეში ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 

"გარდაცვალების შემთხვევა არის ერთი. სტაბილურად ნარჩუნდება კლების ტენდენცია, არის შემთხვევების კლება. ზოგადად, თუ შევხედავთ ჩატარებულ ტესტების რაოდენობას და გამოვლენილ შემთხვევათა რაოდენობასთან მიმართებაში, დადებითობის მაჩვენებელი ზოგადად ბოლო პერიოდებში არის დაკლებული და 10-დან 15%-მდე მერყეობს," - ამბობს ნონა ეფაძე.

დღის ამბები