26 აპრილი 2024,   18:08
ვრცლად
ავსტრალიის ხანძრები, ომები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და პანდემია - რა დაგვიტოვა 2020-მა წელმა

მედიცინამ და მეცნიერებამ ჯერ ვერ აიღო კონტროლი ახალ კორონავირუსზე. პანდემია დასრულებული არ არის, თუმცა, მომავალი წელი სწორედ მასთან და მის შედეგბთან ბრძოლის წლადაა გამოცხადებული.

პანდემიის პირობებში, მსოფლიოში მაინც ჩატარდა 2020 წელს დაგეგმილი არჩევნები, რომლის შედეგებზეც დავა ჯერაც არ წყდება: არც ბელარუსში, არც ამერიკის შეერთებულ შტატებში და არც საქართველოში.
პანდემიის წელი გვიტოვებს გადაუწყვეტელ პოლიტიკურ პრობლემებს, ეკონომიკურ გამოწვევებს და ჩვენს ლექსიკონში გაჩენილ ახალ სიტყვებს: კლასტერი, იზოლაცია და კოვიდდადებითი.


2020 წელი ავსტრალიის ხანძრებით დაიწყო, რომლის შედეგადაც დაიწვა 12 მილიონი ჰექტარი ტყე, რომელსაც დედამიწის ფილტვებსაც უწოდებენ და დაიღუპა თითქმის სამი მილიარდი
ცხოველი და ფრინველი. ამის შემდეგ, იყო პენტაგონის ავიაიერიში ბაღდადზე, გენერალ ქასემ სულეიმანის მკვლელობა და ირანის მიერ ჩამოგდებული უკრაინის ავიხაზების ბოინგი.

მოხდა ბრექსიტი და ევროკავშირი დატოვა ბრიტანეთმა, იყო ნავთობის შავი ორშაბათი, აფროამერიკელების პროტესტი და ქალაქების დარბევა. ასევე, ახალი ომი ყარაბაღში, სადაც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნიდან, საქართველოს ორი მეზობელი ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩაერთო. 

დღის ამბები