ტრადიცია რომელიც წლების წინ პირველად "რუსთავი 2-მა" დაამკვიდრა. ე.წ. წლის კურიოზები, რომელსაც ტელევიზია მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი დღისთვის, 31 დეკემბრისთვის ინახავს.
უხერხული სიტუაციები, პროფესიული ლაფსუსები, სიმღერა, ხუმრობა - "კურიერის" ჟურნალისტების კურიოზები, რაც 2020 წლის ეთერში ვერ მოხვდა, თუმცა ჩართულ კამერას არ გამოჰპარვია.