19 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ხვალიდან მოლები ისევ დაიხურება

2 იანვარი საქართველოს მასშტაბით მდებარე სავაჭრო ცენტრებისთვის ბოლო სამუშაო დღეა, ხვალიდან მოლები ისევ დაიხურება, თუმცა უცნობია, როდემდე.

შეგახსენებთ, დღეის ჩათვლით სამუშაო პერიოდში მოლებისთვის დაწესებული შეზღუდვები ასეთია:

მომხმარებლების ნაკადები მაღაზიებში დაიშვება შეზღუდულად, მხოლოდ 1 ადამიანი 20 კვ.მ-ზე, ფასდაკლებები დასაშვებია მხოლოდ დილის საათებში ან ონლაინ. არ იმუშავებს გასახდელები, დასაშვები იქნება პროდუქციის დაბრუნება–გაცვლა 1 თვის განმავლობაში, მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ.

ცნობისთვის, ერთთვიანი შეზღუდვების შემდეგ, სავაჭრო ცენტრებს 24 დეკემბრიდან ფუნქციონირების განახლების საშუალება მიეცათ - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მაღაზიების სამუშაო საათები დილის 7-დან საღამოს 7 საათამდე განისაზღვრა, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს მოლები 19:00-მდე იმუშავებს, ამის შემდეგ კი სავაჭრო სექტორზე ისეთივე შეზღუდვები გავრცელდება როგორიც 24 დეკემბრამდე მოქმედებდა.

დღის ამბები