ქუთაისში კორონავირუსს მეცნიერი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართველოლოგიის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე ემსხვერპლა.
ტარიელ ფუტკარაძე კორონავირუსით რამდენიმე დღის წინ დაინფიცირდა. მკურნალობას საავადმყოფოში გადიოდა, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და გუშინ გარდაიცვალა.
ფუტკარაძე, ასევე, იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, მუშაობდა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.