19 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის გაგრძელების თაობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ეს არის გარემოს დაცვითი ფონდი - მაია ბითაძე  

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მაია ბითაძის თქმით, დღეს კომიტეტმა იმ ორ ახალ მნიშვნელოვან კანონპროექტზე იმსჯელა, რომელიც მეცხრე მოწვევის პარლამენტის მიერ იყო განხილული. 

საქართველოში გარემოს დაცვითი ფონდი შეიქმნება. საქართველო იქნება რეგიონში პირველი სახელმწიფო, რომელიც ევროპული სტანდარტის ფონდს შექმნის.

დღესვე პარლამენტმა იმსჯელა იმ კანონპროექტებზე, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებასა და ტყის რესურსების შენარჩუნებაში.  

"წარვადგინეთ მე-9 მოწვევის პარლამენტის მიერ განხილული ორი კანონპროექტი. ეს არის მარიამჯვარის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი კანონპროექტის გაგრძელების თაობაზე მივიღეთ გადაწყვეტილება. ეს არის გარემოს დაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე. გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის მიყენებული ნებისმიერი ზემოქმედებისთვის კომპანიები ვალდებული იქნებიან, გადაიხადონ გარკვეული კომპენსაცია, რომლისთვისაც კანონპროექტით იქმნება სპეციალური გარემოსდაცვითი ფონდი. სწორედ ეს არის ევროპული სტანდარტი,“ - განაცხადა მაია ბითაძემ.

დღის ამბები