ხანძარი აჭარაში - ქედის რაიონში სოფელ ბზუბზუსთან მდებარე ტყეში ეკალბარდი იწვის. ადგილზე 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. ხანძარი დასახლებული პუნქტიდან მოშორებით არის, შესაბამისად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
ხანძრის რამდენიმე კერაა ,მაშველებმა სამუშაოებში დრონიც ჩართეს. ადგილზე იმყოფებიან შსს-ს და სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებიც.