პანდემიის გამო შეცვლილი წესით ჩატარებული ალილო უკვე დასრულდა. სასულიერო პირებმა ქალაქის ქუჩები აკურთხეს და მოსახლეობას შობა მიულოცეს.
რესპუბლიკური მოედნიდან უკვე წაიღეს ის ნობათი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში სპეციალურ კარავში გროვდებოდა. საჩუქრები თავს მოიყრის სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში. ნობათს ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და საპატიმროებში დაარიგებენ.