19 ნოემბერი 2024,   12:30
ვრცლად
ტრამპის საბედისწერო შეცდომა თუ მომავლისთვის გადადგმული ნაბიჯი - კაპიტოლიუმის აღება მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში

ტრამპის საბედისწერო შეცდომა თუ მომავლისთვის გადადგმული ნაბიჯი - მოქმედ პრეზიდენტს საკუთარი პარტიის წევრები განუდგნენ, მათ შორის ყოფილი რესპუბლიკელი პრეზიდენტები.

უკვე აქტიურად ისმის ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადების საკითხი. ასე რომ, წაგებული პრეზიდენტი, რომელმაც კანონით, პოსტი რამდენიმე დღეში უნდა დატოვოს, თეთრი სახლიდან შესაძლოა დროზე ადრე, იძულებით გამოაძევონ​.

ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს, სადაც კონგრესის შენობა რამდენიმე საათის განმავლობაში ტრამპის მომხრეების ხელში იყო და მათ შორის იყვნენ შეიარაღებული პირებიც, გუშინ მსოფლიო მედია აშუქებდა.

დარბეული კაპიტოლიუმი, კანონმდებლების კაბინეტებში გადაღებული სელფები, შეშინებული კონგრესმენები, ნაპოვნი ორი ბომბი და დარბეული, განადგურებული წამყვანი მედიასაშუალებების აპარატურა. ამ ფონზე კი ჯო ბაიდენი აკონტროლებს თეთრ სახლს და ორივე პალატას, კონგრესს და სენატს. თუმცა ამერიკა მაინც ორად არის გაყოფილი.

დღის ამბები