19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.
დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება მას განზრახ მკვლელობას ედავება, თუმცა ადვოკატი განზრახ მკვლელობას გამორიცხავს.
"იყო წმინდა შემთხვევითობა, არანაირი განზრახვა მას არ ჰქონია," - აცხადებს ადვოკატი თამარ გაჩეჩილაძე.
შეგახსენებთ, გარდაცვლილს ერთადერთი ჭრილობა აქვს გულ-მკერდის არეში მიყენებული. ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს რაც 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.