19 ნოემბერი 2024,   13:42
ვრცლად
ძმის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - ოჯახური ტრაგედიის დეტალებზე მარად ახლოური "რუსთავი 2-თან" საუბრობს

19 წლის გარდაცვლილი მიშო ახლოურის ძმის პროცესი დღეს გაიმართა, რომელსაც ბრალად განზრახ მკვლელობა ედება.

19 წლის ახალგაზრდას საავადმყოფოში მიყვანიდან რამდენიმე წუთში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ინგოროყვას კლინიკაში დღეს თქვეს, რომ მიშო ახლოურს გულ-მკერდის არეში მხოლოდ 1 ჭრილობა ჰქონდა, თუმცა ეს ჭრილობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

მიშო ახლოურის მკვლელობისთვის გამომძიებლებმა მისი 21 წლის ძმა ტრაგედიის დღესვე დააკავეს. ბრალდებულს დღეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მოსამართლემ ადვოკატის შუამდგომლობა ახლოურის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა.

დღის ამბები