02 მაისი 2024,   10:00
ვრცლად
რეზო გაბრიაძის ფილმი - "იცი დედა სად ვიყავი?" Netflix-ზე დაიდო

პოპულარულ სტრიმინგ სერვისზე Netflix ლეგენდარული ქართველი სცენარისტის, რეჟისორის, დრამატურგისა და მხატვრის რეზო გაბრიაძის ფილმი "იცი დედა სად ვიყავი?" დაიდო.

ანიმაციური ფილმის სცენარის ავტორი და მხატვარი თავად გაბრიაძეა, რეჟისორი ლევან გაბრიაძე, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი ცნობილი რუსული ბლოკბასტერის, "ღამის გუშაგის" რეჟისორი ტიმურ ბეკმამბეტოვია.

ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში "Rezo-ს" სახელით ჩაეშვა. Netflix-ზე კიდევ ორი ქართული პროექტის, "ჩემი ბედნიერი ოჯახისა" და "სოვდაგარის" ხილვაა შესაძლებელი.

დღის ამბები