"ამნისტიის შესახებ" კანონი ძალაში შევიდა. პატიმრები საპატიმროებს უახლოესი 1 თვის განმავლობაში დატოვებენ.
ამნისტია 1 500-ზე მეტ პატიმარს შეეხო, 10 ათასს გაცდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც პრობაციის რეჟიმში შეღავათს მიიღებს.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, იმ ნაწილში, რომელსაც ნაკლებად აქვს წინაპირობები და პირდაპირ ითვალისწინებს პირთა გათავისუფლებას სასჯელისგან, შესაბამისი უწყებების აღსასრულებელი საქმეა.