მოძრაობა "შემახე ამნისტია" პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ აქტს აპროტესტებს და საკონსტიტუციო სარჩელს ამზადებს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ აქცია ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს და იქამდე გაგრძელდება ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
"ეს არ იყო ამნისტია, ეს იყო გარიგება იმ კრიმინალებთან, რომლებიც არჩევნების დღეს ემსახურებოდნენ ხელისუფლებას ხმის მიცემის სანაცვლოდ," - აცხადებს აქციის მონაწილე კახაბერ კალაშოვი.