26 აპრილი 2024,   22:43
ვრცლად
ჯანმოს ვარაუდით, პანდემიის მეორე წელი შესაძლოა, გასულ წელზე მძიმე იყოს

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ დღე-ღამეში 17 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

მონაცემების მატების გამო, შეზღუდვები მკაცრდება ზოგიერთ ქვეყანაში. ხვალიდან კარანტინი გამოცხადდება პორტუგალიაში, შვეიცარია კი დაწესებულ რეგულაციებს ამკაცრებს.

ბოლო 24 საათში, ინფიცირების რეკორდული რაოდენობის შემთხვევები დადასტურდა ესპანეთში. ჩინეთში კი ბოლო 8 თვეში COVID-19-ით გარდაცვალების შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ პანდემიის მეორე წელი შესაძლოა, წინა წელთან შედარებით რთული იყოს.

დღის ამბები