19 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
"შვილმა ჯოხით თავი გამიტეხა და ჩამკეტა" - 96 წლის მოხუცის თქმით, შვილი და რძალი წლებია მასზე ძალადობენ

96 წლის ვარდო თათარაშვილი, რომელზეც, მისივე თქმით, შვილი და რძალი წლებია ძალადობენ, დეტალურად ყვება მომხდარის დეტალებს და იხსენებს ფაქტს, როდესაც მისმა შვილმა თავი გაუტეხა და ოთახში ჩაკეტა.

მამაკაცი ასევე ყვება, რომ ოჯახის წევრებს მისი სახლიდან გაგდება სურდათ, რის გამოც მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

"შვილმა პირველად დამარტყა ჯოხი ისე, რომ ის ჯოხი გატყდა. შემდეგ წამაქცია, თავში ჩამარტყა აგური და გამიტეხა. ფეხზე ვერ ვდგებოდი, გარედან ჩამკეტა. გონზე რომ მოვედი ფეხზე ავდექი და ძლივს გავაღე კარი, წავედი ექიმთან, მან სისხლიანი სახე მომბანა და თავი შემიხვია. პოლიცია მეუბნებოდა, შვილმა თავი რომ გაგიტეხა მოწმე გყავსო? ვუთხარი ჩემი გატეხილი თავია მოწმეთქო. სახლიდან ძალით გამომაგდეს, ამის შემდეგ გომურს კარები დავუყენე და იქ ვცხოვრობ," - დაზარალებული ვარდო თათარაშვილი.

მამაკაცის ადვოკატი კი განმარტავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის რძალი აგრესიულად იქცეოდა ბოლო ფაქტის დროს და ცდილობდა მოხუცი დაბლა დაეგდო. 

"ქალბატონი აგრესიულად იქცეოდა და პროვოცირებდა. ცდილობდა ფიზიკური შეხებით ძირს დაგდებას, ან ცდილობდა თავდაცვის მიზნით ბატონ ვარდოს ხელი მაინც აეწია მასზე, რომ სათქმელად ჰქონოდა. თუმცა, ბატონი ვარდოს რეაქცია მხოლოდ ამოყვირებითი ტირილი იყო, რაც კადრებში ძალიან კარგად ჩანს," - ადვოკატი ნანა ფარჩუხაშვილი.

სოფელ ჯიჯეთში ხანში შესულ მამაკაცზე მისმა შვილმა და რძალმა იძალადეს, შემაკავებელი ორდერი გამოწერილია რძლისთვის.

ადვოკატის ინფორმაციით, დაპირისპირება სახლისა და ნივთის გაყოფის ნიადაგზე დაიწყო. დაზარალებულის ადვოკატი ქალს მის მიმართ ძალადობაშიც ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მასაც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"რუსთავი 2-მა" მოიპოვა ჩანაწერი, რომელიც ასახავს ერთ-ერთ დაპირისპირებას მხარეებს შორის. 

თავად ძალადობაში ბრალდებული მარინა ახალაური კი, ბრალდებას უფლებადამცველსა და მის მამამთილს უყენებს და აცხადებს, რომ მასზე და მის ოჯახზე 96 წლის მამაკაცი სისტემურად თავად ძალადობდა. 

დღის ამბები