07 სექტემბერი 2026,   11:20
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - სასამართლოში დღეს ექსპერტების გამოკითხვა მიმდინარეობს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე - სასამართლოში მოწმეების დაკითხვა გრძელდება. ამჯერად, პროცესის მონაწილეები იქნებიან ექსპერტები, რომლებმაც შეისწავლეს 18 წლის ახალგაზრდას ცხედარზე არსებული დაზიანებები. სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ცოტა ხნის წინ განახლდა.

არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატი გიორგი გელხაური აცხადებს, რომ ექსპერტები ვერ ისაუბრებენ იმაზე, კონკრეტულად ვინ მიაყენა დაზიანებები გიორგი შაქარაშვილს.

"გამომდინარე იქიდან, რომ მტკიცებულებები არ არსებობს, რა ვითარებაში და რა მდგომარეობაში მიიღო გიორგი შაქარაშვილმა დაზიანებები და წყალში როგორ აღმოჩნდა. შესაბამისად მოლოდინი, რომ იქნება გამამართლებელი განაჩენი დაცვის მხარეს აქვს," - აცხადებს გიორგი გელხაური.

პროკურორი დავით ყაზარაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული ექსპერტები სრულად იყვნენ ჩართულები გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზაში და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი იქნება.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში იმ 5 პირის პროცესი მიმდინარეობს, რომელთაც გამოძიება განზრახ ჯგუფურად მკვლელობას ედავება.

დღის ამბები