09 სექტემბერი 2026,   02:14
ვრცლად
ფოთის შესასვლელში მძიმე გაბარიტიანი ტვირთების გადამზიდავმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ფოთის შესასვლელში, მძიმე გაბარიტიანი ტვირთების გადამზიდავმა მძღოლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი განცხადებით, იმ ფონზე, როცა ყველაფერი გაძვირდა საწვავის ჩათვლით, შეუძლებელია იმუშაონ წლების წინ დადგენილი ხელოვნურად დაწეული ტარიფის შესაბამისად.

მძღოლები გადამზიდავი კომპანიებისგან ტარიფის გაზრდას ითხოვენ.

"მანქანებს ვერ ვინახავთ, ოჯახებს ვერ ვინახავთ, სესხები გვაქვს, ბანკები გვართმევს სახლებს. ჩვენი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, არ დავიტვირთებით, ტვირთებს არ გადავიტანთ, ტრანსპორტი გაჩერდება," - აცხადებენ მძღოლები. 

დღის ამბები