ახლქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ზამთარში ცივ წყალში მონათვლა არავითარ პრობლემას არ ქმნის.
"ნათლისღების დღესასწაულზე იკურთხება წყალი, წესი ასეთია. რაც შეეხება ნათლისღებას ნათლობის ჩატარებას, ეს კარგია, მაგრამა არა სავალდებულო, ზოგი ელოდება ამ დღეს ზოგი არა.
არაფერი ამაში განსაკუთრებული არ არის, რომ ზამთარში წყალი იკურთხოს და ხალხი ჩავიდეს, წარმოუდგენელია ამ დროს გაციება, მხედველობაში მაქვს ნათლისღება.
თუ ვინმე გაციებულა ნათლობისას ცივ წყალში, ვინმემ გაგვაგებინოს, რადგან აქამდე მსგავსი არაფერი მომხდარა. 30 წელია რაც მე სასულიერო პირი ვარ და 30 წელია რაც მე ასე ვნათლავ ადამიანებს. ასეა ნათქვამი, რომ უნდა მოინათლოს ცივ, გამდინარე წყალში,"-აღნიშნა მიტროპოლიტმა.