09 სექტემბერი 2026,   02:50
ვრცლად
დაჭრა გარდაბანში - კონფლიქტი ბრალდებულის სახლში ურთიერთშელაპარაკებით დაიწყო

დაჭრა გარდაბანში - 26 წლის მამაკაცს ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს ბრალდებული, ის დაზარალებულის ნაცნობია და მომხდარის შემდეგ ადგილიდან იყო მიმალული. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში მოხდა, გამოძების ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულის სახლში მოხდა.

კონკრეტულად, რა გახდა მიხეილ მირზოიანსა და გიორგი ჯაჭვაძეს შორის კონფლიქტის მიზეზი, ეს ადგილობრივებმა არ იციან. ერთადერთი, რასაც მეზობლები "კურიერს" უყვებიან არის ის, რომ სავარაუდოდ, კონფლიქტი მათ შორის მირზოაიანის საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფის ნიადაგზე დაიწყო და შემდგომ, უკვე ფიზიკურ დაპირისპირებაში ქუჩაში გადაიზარდა.

გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ მირზოიანმა გიორგი ჯაჭვაძეს ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა, თუმცა ადგილობრივების თქმით, მათ ხმაური არ გაუგიათ და ფაქტის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება და საპატრულო პოლიცია გამოჩნდნენ.

დაშავებული გიორგი ჯაჭვაძე რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს. რაც შეეხება მიხეილ მირზოაიანს, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

საქმეზე გამოძიება 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები