19 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები დღესვე განახლდება

გელათის სამონასტრო კომპლექსის დასავლეთ ნაწილზე ამ დროისთვის სამუშაოები არ მიმდინარეობს. როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, სამუშაოების დაწყების შემაფერხებელი ფაქტორი გახდა რეგიონში სპეციალური ტექნიკის არარსებობა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სამუშაოები დღის ბოლომდე დაიწყება.

"რეგიონში, ზოგადად, არ არის სპეციალური ტექნიკა სათანადო იმისათვის, რათა გელათის 22 მეტრის სიმაღლის მკლავზე მოხდეს საშენი მასალისა და ამავდროულად, დამატებითი კონსტრუქციების ატანა და იქ, შესაბამისი სამუშაოების განხორციელება. მოვძებნეთ სპეცტექნიკის ერთეული, რომელიც სულ რამდენიმე ხანში იქნება გელათის სამონასტრო კომპლექსზე და სამუშაოები განახლდება და დღესვე იქნება, აუცილებლობის სახით, დასრულებული," - აღნიშნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ბექა ბარამიძემ.

გელათის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე ერთ-ერთი სასულიერო პირი კი იმედოვნებს, რომ სამუშაოები სათანადოდ განხორიცილდება.

"რასაც ვხედავთ, აქტიური სამუშაოების მიმდინარეობს. ნორმალურად მიდის ყველაფერი, ღვთის იმედი გვაქვს პირველ რიგში... უკეთესობას ველოდებით, რა თქმა უნდა," - განაცხადა სასულიერო პირმა.

დღის ამბები