19 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
მოძრაობა, ფაზლების აწყობა, ლექსების დასწავლა - რეაბილიტოლოგის რჩევები კოვიდპაციენტებს

დავით ტატიშვილის სარეაბილიტაციო ცენტრის რეაბილიტოლოგი თეა ადამია "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ პაციენტებს, ვისაც კორონავირუსი აქვთ, აუცილებლად ესაჭიროებათ ფიზიკური და გონებრივი დატვირთვა, ასევე, მისი რეკომენდაციით, სასურველია სითხის მიღება.

"მოძრაობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარია, დავიმახსოვროთ, რომ ნებისმიერი მოძრაობა სჯობს უმოძრაობას. ჩაცმა, თავის მოვლა, დალაგება და ა.შ. - ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ადამიანს გამოსდის განსაკუთრებული ქოშინის და ძალისხმევის გარეშე, უნდა გავაკეთოთ.

არ უნდა იყოს ისეთი ქოშინი, რომ მეტყველება გადაფაროს, ასევე, არ უნდა იყოს იმ სიმძლავრის მოძრაობა, რომ შემდეგ ამან გამოიწვიოს კუნთების ტკივილი.

ამიტომ, ფრთხილად ვიწყებთ, 10, 20, 30-წამიანი ვარჯიშებით და ვცდილობთ, რომ დღის მანძილზე ეს ვარჯიშები დავაგროვოთ და აქტივობა გამოვიდეს. 

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფილტვის ფუნქციის გასააქტიურებლად, ასევე, თავის ტვინის დასწავლის უნარებზე მოქმედებს კარგად, რაც ასაკოვანი პაციენტების შემთხვევაში. რთული შემთხვევაა. რაც შეიძლება ყველაფერი უნდა გააკეთო, ყვავილების მორწყვა, სახლის დალაგება ან რაიმე სხვა...

მე არაერთხელ მითქვამს, ძალიან მნიშვნელოვანია ქვედა კიდურების ვარჯიში ეს უზრუნველყოფს იმას, რომ თრომბოემბოლია არ განვითარდეს. არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის დალევა და არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ჩვენს გონებას სჭირდება ვარჯიში, ფაზლი, ლექსების დასწავლა და ა.შ,"-აღნიშნა თეა ადამიამ.

დღის ამბები