მდინარე მტკვარზე დასუფთავების აქცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩართულობით უკვე გაიწმინდა მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპირო.
სამუშაოების შედეგად, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა მდინარის ზედაპირი და სანაპირო. მტკვრის დასუფთავების აქციის ორგანიზება "თბილსერვის ჯგუფმა" თბილისის მერის დავალებით მოახდინა.