საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები ძალაში რჩება და პირველი თებერვლიდან არ იმუშავებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
"ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ასევე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ყველას მოეთხოვება და სავალდებულო კვლავ იქნება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს, ასევე, მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია და აპრობირებული იყო მუშაობის ბოლო პერიოდის გათვალისწინებით,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.