19 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
"ერთადერთი გამოსავალი პრემიერთან შეხვედრაა" - რესტორატორთა ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ სარესტორნო სფეროსთან დაკავშირებით არსებული პრობლემების გადასაჭრელად ერთადერთი გამოსავალი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაა.

შოთა ბურჯანაძის თქმით, გიორგი გახარიასთან შეხვედრისა და მსჯელობის შემდეგ ყოველთვის ხდებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ახლაც, პრემიერთან შეხვედრის იმედი აქვთ.

"მე ვფიქრობ, ერთადერთი გამოსავალი ამ საკითხზე მსჯელობა და პრემიერთან შეხვედრაა, საჯაროდ მივმართავთ თხოვნით, რომ ისევ შეგვხვდეს იმიტომ, რომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ყოველთვის ხდებოდა სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ახლაც მასთან შეხვედრის იმედი გვაქვს. არა მარტო ჩემს სფეროს და ჩემს ასოციაციას, არამედ ასოციაციებს, რომელთანაც შეგვიძლია საუბარი და ამ პრობლემებზე მსჯელობა.

როდის იხსნება საკურორტო მხარე? გუდაურში აპრილში თოვლი არის, რომ გუდაური აპრილში გაიხსნას? ვერ ვხვდები ამ გადაწყვეტილებებს. ჩაიხსნა მთლიანად მთელი სფერო, მოკვდა ზამთრის კურორტი," - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

 

 

დღის ამბები