საპროტესტო აქციები პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების წინააღმდეგ - საქართველოს რამდენიმე ქალაქში მოსახლეობა რეგულაციების გაგრძელებას ქუჩაში შეკრებით გააპროტესტებს.
სავაჭრო მოლების წარმომადგენლები გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან, თუმცა აცხადებენ, რომ მათი სრულყოფილი მუშაობისთვის მნიშვნელოვანია ტრასნპორტზე შეზღუდვა.
თუმცა, ღია და დახურული ტიპის ბაზრობების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა არ იციან კონკრეტულად როდის შეძლებენ თავითანი საქმიანობის გაგრძელებას.
"დიდი ვალები აქვთ მოვაჭრეებს დაგროვებული და ჩათვალეთ, რომ უმრავლესობა ბანკროტის პირასაა, ანუ საქმიანობას დავალიანებების გამო ვერ გააგრძელებს. ამ გადაწყვეტილებამ სურათი ძალიან შეცვალა, კიდევ უფრო დამძიმდა. 15 თებერვალს, რომც გაიხსნას, ტრანპორტმა, თუ არ იმუშავა, კომენდატის საათმა თუ არ გადაიწია, რიგი ქმედებებია გასაკეთებელი, რომ ამ ხალხმა ნორმალურად იმუშაოს," - განაცხადა შპს "ბაქანის" დირექტორმა თორნიკე წერეთელმა.
უკმაყოფილოა ბიზნეს-სექტორიც. სარესტორნო და საკურორტო ბიზნესის წარმომადგენლები მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ.
ბიზნესმენები აანონსებს, რომ პოსტ-კოვიდურ სამოქმედო გეგმას ხელისუფლებას ღია წერილის მეშვეობით შესთავაზებენ.
"მე ამას დავრქმევდი სასიკვდილო განაჩენის გამოცხადებას. ეს არის თემა, თუნდაც 1 დღით გადაცდომით, შენ ბიზნესს ებრძვი, ბიზნესის წინააღმდეგ მოქმედებ, იმ ბიზნესის წინააღმდეგ, რომელიც შენ ხელფასს გიხდის, რომელიც 10 000-ობით ადამიანს ასაქმებს. დღეს 21-ე საუკუნიდან, მე-20 საუკუნეში გადავდივართ, სადაც ბიზნესი არ არსებობდა და ადამიანები უბრალოდ თავს იტანდნენ თავისი შესაძლებლობების მიხედვით," - საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტმა შალვა ბურჯანაძემ.