იტალიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 31 წლის მამაკაცი რამდენიმე დღის წინ სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. პოლიციამ კი დაკარგული ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში ჩამომხრჩვალი იპოვა.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში პანდემიის შედეგად დაწესებული შეზღუდვების გამო სოლარიუმები არ ფუნქციონირებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ადგილზე იპოვეს გარდაცვლილის პირადი ნივთებიც. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.