19 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ტურიზმის სექტორი 5 პუნქტიან პოსტ-კოვიდურ გეგმაზე მთავრობის პასუხის მოლოდინშია

ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებით და გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ბიზნეს-სექტორი უკმაყოფილოა. მათ 5 პუნქტიანი პოსტ-კოვიდურ სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელსაც ხელისუფლებას ღია წერილის მეშვეობით სთავაზობს.

"გვინდა რომ დაიწყოს მოლაპარაკება კერძო და საჯარო სექტორებს შორის, რომ ერთიანი განხილვის შედეგად მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და ის რაც გუშინ მოვისმინეთ, რამით შევცვალოთ და გამოვასწოროთ. ჩვენი აზრით, აუცილებლად უნდა გაიხსნას ზამთრის კურორტები 1 თებერვლიდან და რა თქმა უნდა, იქნება შეზღუდვები და ყველა რეკომენდაციის დაცვით, რაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საერთაშორისო გამოცდილებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია გადავარჩინოთ ეს კურორტები, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ბიზნესი დიდი წნეხის ქვეშ არის.

აუცილებელია დაიწყოს ტურიზმზე მუშაობაც. მაგალითისთვის, ჩვენ ვთავაზობთ, რომ კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც არის სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვა, ვფიქრობთ, რომ ეს შეზღუდვაც უნდა მოიხსნას გარკვეული წესებით," - აცხადებს კომპანია "ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ერეკლე კოკაია.

 

 

 

 

 

 

დღის ამბები