26 აპრილი 2024,   22:30
ვრცლად
48 საათიანი ვადა სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვების მოხსნისთვის ხვალ იწურება - აქტივისტები პერმანენტულ აქციებს გეგმავენ

დროის ათვლა დაწყებულია - 48 საათიანი ულტიმატუმის ვადა ხვალ იწურება. თუ ამ დროისთვის სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზღუდვები არ მოიხსნება, აქტივისტები და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები პერმანენტულ დემონსტრაციებს გეგმავენ. განიხილება სახელმწიფო უწყებების პიკეტირებაც.

"ეს აქცია დაიგეგმა "დაიცავი მთის კურორტების" ორგანიზებით. იმხელა სოციალური გამოხმაურება მოჰყვა ამ აქციას, გადავწყვიტეთ, არა მხოლოდ მთის, არამედ, ზოგადად, პრობლემები გაგვეჟღერებინა. ძალიან სერიოზული პრობლემები დაისვა, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფრის მოთხოვნით ჩვენ 48 საათი მივეცით ხელისუფლებს, რომ შეისმინოს და გაგვცეს ადეკვატური პასუხი ამ ყველაფერთან დაკავშირებით,"-განაცხადა "დაიცავი მთის კურორტების” დამფუძნებელმა გიორგი სალუქვაძემ.

კურორტებზე არსებული აკრძალვების გაუქმება შეკრებილებმა გუშინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან მოითხოვეს. მათ ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. აქციაზე მისულების შეფასებით, შეზღუდვები არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე არათანაზომიერი და უსამართლოა და მისი მოუხსნელობის შემთხვევაში, ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბდება.

დღის ამბები