სამოქალაქო მოძრაობისა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა შექმნეს სივრცე უნივერსიტეტის გარეთ, რომელიც ემსახურება სტუდენტების უფლებების დაცვას და ყველა საკითხზე მსჯელობის შესაძლებლობას მისცემს.
"დღეს ჩვენ სამოქალაქო მოძრაობისა და პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ვაფორმებთ მემორანდუმს, რომელიც შექმნის სადისკუსიო პლატფორმას, სადაც, უპირველეს ყოვლისა, განხილული იქნება ამ ეტაპისთვის ყველაზე მწვავე - სტატუს შეჩერებული სტუდენტების საკითხი.
ზოგადად, ეს პლატფორმა სტუდენტებსა და ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას, თავისუფლად გამოხატონ აზრი და იმსჯელონ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხების შესახებ," - აცხადებს მოძრაობის "ხალხისთვის" წევრი ნინო წულაძე.