19 ნოემბერი 2024,   12:26
ვრცლად
"ბიზნესი მზად არის აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა" - ბიზნესასოციაცია შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

ბიზნესასოციაცია შეზღუდვების მოხსნას ითხოვს. ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, მოთხოვნის გარშემო გაერთიანებულია ყველა სექტორალური ორგანიზაცია.

ივა ჭყონია მიიჩნევს, რომ მთავრობა მეორე ტალღისთვის მზად არ იყო, რამაც რეგულაციების გადავადება გამოიწვია. ჭყონიას თქმით, კომპანიების საარსებო ლიმიტი ამოწურულია.

"როდესაც მეორე ტალღა დაიწყო და ეს ყველაფერი იცოდნენ და გვაფრთხილებდნენ, მთავრობა უკვე რაღაც კუთხით მომზადებული უნდა დახვედროდა. თითქმის ყველა სექტორალური ასოციაცია, უშუალოდ სამოქალაქო აქტივისტები, ყველანი ქუჩაში არიან გამოსულები და ყველა ერთხმად აპროტესტებს შეზღუდვას. ანუ, რატომ აპროტესტებენ ეს ადამიანები შეზღუდავს? მათ თავიანთი ლიმიტი უკვე ამოწურეს.

ბიზნესი მზად არის, თავის თავზე თავის წილი პასუხისმგებლობა აიღოს, უბრალოდ, მთავარია აქ იყოს მთავრობის ნება და გადაწყვეტილების მიმღები არის მთავრობა,“ - განაცხადა საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ, ივა ჭყონიამ. 

დღის ამბები