ინდოეთის რესპუბლიკის 72-ე წლისთავთან დაკავშირებით "ევროპის უნივერსიტეტში" საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
უნივერსიტეტის ინდოელმა სტუდენტებმა საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციების დაცვით ღონისძიებაზე ინდოეთის ჰიმნი შეასრულეს და დროშა საზეიმოდ აღმართეს.
ინდოეთის ჰიმნთან ერთად საზეიმო ღონისძიებაზე საქართველოს ჰიმნი მომღერალმა მაკა ზამბახიძემ შეასრულა.
პანდემიის გამო ღონისძიებას სტუდენტთა სრული კონტიგენტი ვერ ესწრებოდა, თუმცა მათ საშუალება ჰქონდათ ღონისძიებისთვის ონლაინ პლატფორმაზე ედევნებინათ თვალი.
"პანდემიიდან გამომდინარე სამწუხაროდ, ვერ აღინიშნა მასშტაბურად დღევანდელი დღე, 26 იანვარი, რომელიც დიდი მნიშვნელობის დღეა ინდოეთის ისტორიაში, ვინაიდან 1950 წლის 26 იანვარს მიიღეს კონსტიტუცია, თუმცა ჩვენ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების სრული დაცვით მცირე მასშტაბით მაინც აღვნიშნეთ, დანარჩენ სტუდენტებს კი შესაძლებლობა მიეცათ ონლაინ ედევნებინათ თვალი ღონისძიებისთვის", - განაცხადა "ევროპის უნივერსიტეტის" რექტორმა ნინო ტალიაშვილმა.