19 ნოემბერი 2024,   12:27
ვრცლად
საქართველოში ვიზიტით მყოფმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და  გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწუების ცნობით, მუჰამედ ჯავად ზარიფი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს. შეხვედრა მიმდინარეობს ასევე საქართველის პრემიერ-მინისტრთან.

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი მუჰამედ ჯავად ზარიფი რეგიონული სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სტუმრობს. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

დღის ამბები