19 ნოემბერი 2024,   12:24
ვრცლად
ბაზრობების წარმომადგენლები პირველ თებერვალს გახსნას ითხოვენ - მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა მიმდინარეობს

მთავრობის ადმინისტრაციაში ბაზრობების წარმომადგენლები იმყოფებიან, სავაჭრო ობიექტების მფლობელები დაუყოვნებლივ გახსნას ითხოვენ.

მათი თქმით, ყველა წესის დაცვით მუშაობის განახლებისთვის მზად არიან.

"ათი ათასობით მეწარმე ელოდება ახლა გადაწყვეტილებებს და და ვცდილობთ ისეთ შეთანხმებას მივაღწიოთ, რომელიც მათთვის შვების მომგვრელი იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმ პრობლემებს, რაშიც ეს მეწარმეები არიან, თითო დღეს, თითო საათს, თითო დამატებით რეგულაციას აქვს დიდი მნიშვნელობა,"- აცხადებს "ლილო მოლის" დირექტორი გიორგი კვარაცხელია.

"დაანონსებული იყო, რომ უნდა გავხსნილიყავით 1 თებერვალს. მოვემზადეთ, გაკეთდა სიები ტესტირებისთვის, მაგრამ გვითხრეს, რომ 15-თვის გადაიდო გახსნა. თანახმა ვართ ჩავიტაროთ სწრაფი ტესტირება, გამოგვიცხადეს, რომ 20%-ს პირველ თვეს დააფინანსებენ თვითონ, დანარჩენი ჩვენ უნდა დავაფინანსოთ. თანახმა ვართ ბაზრობის დირექცია. ხალხი უკიდურეს მდგომარეობაშია და თვითონ მიიღებს ზომებს, არის საუბარი, რომ 1 თებერვალს თვითნებურად გაიხსნებიან,"- აღნიშნავს ელიავას ბაზრობის დირექტორი თენგიზ შოშიაშვილი.

"არასწორად მიმდინარეობს კრიზისმენეჯმენტი, რამაც გამოიწვია ქვეყნის გაღარიბება, ხალხის გაღატაკება და ახლა თუ არის ბიზნესები მომაკვდავ მდგომარეობაში, თუ ვაქცინაცია დროულად არ დაიწყება, ვიხილავთ სრულიად გარდაცვალებას. ჯერ 24 დეკემბერს უნდა გავხსნილიყავით, შემდეგ გვითხრეს რომ 15 იანვარს, შემდეგ 1-ელ თებერვალს, ახლა 15 თებერვალს და ასე გრძელდება დაუსრულებლად. თუ იხსნება დიდი დახურული სივრცეები, როგორ შეიძლება პრივილეგირებული იყოს დიდი დახურული სივრცეები, ღია სივრცეებთან შედარებით,"- აცხადებს ელიავას ბაზრობის მენეჯერი თეა ანდრიაძე.

დღის ამბები