03 მაისი 2024,   01:04
ვრცლად
როგორ უხდის მადლობას მაშველებს გადარჩენილი არასრულწლოვანი - მაშველებმა დღეს მოზარდი ნანგრევებიდან ამოიყვანეს

მაშველებმა ზუგდიდში დღეს 12 წლამდე ბავშვის გადარჩენა შეძლეს. არასრულწლოვანი ჩამონგრეული შენობის ნანგრევების ქვეშ მოჰყვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ცოტა ხნის გაავრცელა ვიდეო კადრები, სადაც ისმის, როგორ უხდის მოზარდი მადლობას მაშველებს გადარჩენისთვის. 

შეგახსენებთ, ზუგდიდში შენობა, სადაც ოჯახი იყო შესახლებული, დღეს ჩამოინგრა. მაშველების მიერ ამოყვანილი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. 

დღის ამბები