05 მაისი 2024,   03:50
ვრცლად
"მსურდა ბავშვებისთვის ზნეობრივი მაგალითი მიმეცა" - მოსწავლეებზე სავარაუდო იძულების ფაქტს შსს შეისწავლის

მოსწავლეებზე სავარაუდო იძულების ფაქტს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შეისწავლის.

საქმე უკავშირდება ჩხოროწყუს მეორე საჯარო სკოლაში მომხდარ ინციდენტს.

წინასწარი ინფორმაციით, ამ სასწავლო დაწესებულების მოსწავლეებს სკოლის ხელმძღვანელობამ აიძულა, რომ მერიის შენობა დაესუფთავებინათ.

შესაბამისი კადრები მობილური ტელეფონით არის გადაღებული და სოციალურ ქსელში გავრცელდა. საქმის კურსშია რესურს ცენტრიც.  

სკოლის დირექტორი ადასრტურებს ფაქტს, რომ მე-7 კლაისის მოწავლეები არიან ბავშვვები, რომლებიც ვიდეოში ჩანან. დირექტორის თქმით, მასთან მივიდა მერიის დასუფთავების სამსახურის უფროს ეთერ ჯაფარიძე და სთხოვა, რომ ერთობლივი პროექტისთვის ბავშვები ჭირდებოდა. ნონა თოდუა ამბობს, რომ არ დაინტერესებულა რა პროექტში უდა მიეღოთ ბავშვებს მონაწილეობა. 

ნონა თოდუა აცხადებს, რომ იღებს საკუთარ წილ პასუხისმგებლოობას და გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

მოსწავლეები "კურიერთან" ამბობენ, რომ ისინი სკოლიდან ეთერ ჯაფარიძემ წაიყვანა. ჯერ დაასუფთავეს შესასვლელი დარბაზი. მოგვიანებით კი, მათ მერიის სველი წერტილები მორეცხეს. მოსწავლეები ამბობენ, რომ ისინი მერიაში მშობლების თანხმობით იმყოფებოდნენ. 

რაც შეეხება მერიის დასუფთავების სამსახურის უფროსს ეთერ ჯაფარიძეს, რომელიც პოსტზე 2020 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდა, აცხადებს რომ იმ დღეს, აღარ იყო სამსახურის უფროსი, ის თვითნებურად მოქმედებდა და მისი თქმით, სურდა ბავშვებისთვის ზნეობრივი მაგალითი მიეცა. ის ამბობს, რომ ბავშვებისთვის საპირფარეშოს დასუფთავება არ დაუვალებია. ბავშვებმა ვიდეო პროვოკაციის მიზნით გადაიღეს, ის თავს დამნაშავედ არ მიიჩევს და აცხადებს, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

ჩხოროწყუს მერი დათო გოგუა ამბობს, რომ ეთერ ჯაფარიძე თვითნებურად მოქმედებდა, ის სამუშაო კაბინეტში იმყოფებოდა, როდესაც ფაქტის შესახებ გაიგო და ბავშვები შენობიდან გაიყვანა. მერი ამბობს, რომ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი მკაცრად დაისჯება.

ამ დროისთვის, ჩხოროწყუს მერიაში ხმაურია, სამოქალაქო აქტივისტებ და ოპოზიცია საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვს, ისინი მერის, რესურსცენტრის და სკოლის დირექტორის თანამდებობრივ პასუხისმგბლობის დაყენეას ითხოვენ.

მომხდარი ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე იძულების მუხლით მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება განათლების სამინისტროს პოზიციას, უწყებაში აცხადებენ, რომ თანამშრომლობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ყველა პასუხისმგებელი პირი მკაცრად დაისჯება.

დღის ამბები