05 მაისი 2024,   11:11
ვრცლად
სავაჭრო ცენტრებში რიგები არ არის - მომხმარებლები და მაღაზიები რეგულაციებს იცავენ

საახალწლო პერიოდისგან განსხვავებით, სავაჭრო ცენტრებში ადგილზე რიგები არ შეინიშნება. სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები იმუშავებენ დილის დილის 10:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.

"ჯერჯერობით, არანაირი რიგი არ არის და არც დატვირთული მუშაობა. მომხმარებლები იცავენ ყველა წესს. ჩვენმა მომხმარებელმა უკვე ისწავლა ქცევა, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს," - განაცხადა "სითი მოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა სოფო ელოშვილმა.

ორთვიანი აკრძალვის შემდეგ, სავაჭრო ცენტრები გაიხსნა. ზუსტად 2 საათია ქვეყნის მასშტაბით ამუშავდა ყველა ობიექტი. გამონაკლისია მხოლოდ ღია და დახურული ბაზრობები, რომლის გახსნაც 15 თებერვლიდან იგეგმება. დღეიდან მომხმარებელთა ნაკადს სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაცია გააკონტროლებს.

ხელმძღვანელობა ასევე იღებს ვალდებულებას, რომ სისტემატიურად გააგრძელებს თანამშრომლების ტესტირებას.

ბიზნესის კატეგორიული წინააღმდეგობის მიუხედავად, შაბათ-კვირას მუშაობა ყველა დაწესებულებას ეკრძალება.

 

დღის ამბები