8 ნარკოტიკული საშუალების დოზებთან დაკავშირებულ ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრიან.
კანონმდებლებმა საკითხი რამდენიმე კომიტეტზე უკვე განიხილეს. პროექტის ავტორთა განმარტებით, საქმე ეხება ყველაზე ხშირად მოხმარებად ნარკოტიკს.
ცვლილება შესაძლებელს გახდის განაჩენის გადასინჯვას, თუმცა ეს მხოლოდ იმ მსჯავრდებულებისთვის, ვინც ციხეში ნარკოტიკის შენახვა-მოხმარებისთვის მოხვდა და არა რეალიზაციისთვის.
"ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში გაჩნდება შესაძლებლობა, რომ დაბალანსებული და სამართლიანი სასჯელებით, პასუხისმგებლობა იყოს გათვალისწინებული ერთი მხრივ მცირე ოდენობით ჩადენილი ნარკოდანაშაულის შემთხვევაში და მეორე მხრივ, როდესაც ადგილი აქვს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებით დანაშაულის ჩადენას,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.