17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მისცეს შესაძლებლობა, პატივი სცენ საკუთარ ამომრჩევლებს და ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათ დღეს ოპოზიციას კიდევ ერთხელ მისცეს შესაძლებლობა, პატივი სცენ საკუთარ ამომრჩევლებს და ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში. 

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის რიმა ბერაძის განცხადებით, მათ გუნდში არსებული ინფორმაციით, 51 დეპუტატიდან 20 ადამიანს პარლამენტში შესვლის სურვილი აქვს. 

"მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ კიდევ ერთხელ მივეცით მათ შესაძლებლობა, რომ პატივი სცენ ამომრჩეველთა იმ 39%-ს, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა. არის ძალიან ბევრი წარმომადგენელი, დაახლოებით 20-მდე პირი სხვადასხვა პარტიიდან. 51-დან დაახლოებით 20 ადამიანს აქვს სურვილი შემოვიდეს პარლამენტში. მე ვიცი, რომ პოლიტიკურ გუნდში ამ თემებზე არის საუბარი," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია რიმა ბერაძე.

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა კი, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა გააანალიზონ საკუთარი არჩევანი და შევიდნენ პარლამენტში. 

"გუნდის შიგნით საკმაოდ დიდხანს იყო მსჯელობა მანდატებთან დაკავშირებით, პარტიის თავმჯდომარემ კი ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება გაახმოვანა. პარტიების უკან დგანან ამომრჩევლები, რომლებმაც მათ ხმა მისცა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, გააანალიზონ საკუთარი არჩევანი," - აღნიშნავს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები