17 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" და ბოკერია პოლიტიკური საბოტაჟნიკები არიან - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყველაზე მეტად "ნაციონალურ მოძრაობას" და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს სურთ, რომ არჩეულ დეპუტატებს მანდატები შეუწყდეთ.

მდინარაძემ ოპონენტებს "პოლიტიკური საბოტაჟნიკები" უწოდა.

"ერთ-ერთი არგუმენტი იყო გახმოვანებული, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში გია ვოლსკი ამბობს ხოლმე, ჩვენ ხომ ვიცით და ვხვდებით, რომ ყველაზე ძალიან "ნაცმოძრაობას" უნდა და ბოკერიას, რომ საპარლამენტო მანდატები შეუწყდეთ, რომ ახალი ცეცხლი დაანთონ თითქოს რაღაც ქუჩაში. ეს ერთ-ერთი მყარი ინდიკატორია ამ ძალიან მყარ და იურიდიულ არგუმენტებთან ერთად, რომ რაც მათ უნდათ, ზუსტად ის არ უნდა გააკეთო. ისინი არიან "პოლიტიკური საბოტაჟნიკები", უკაცრავად ამ ჟარგონული გამოთქმისთვის. ისინი ასევე ალაგებენ კამპანიას, რომლის ფარგლებში მუდმივ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ "დღის კურიერის" ეთერში.

დღის ამბები