17 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
მეც შემიძლია ვთქვა, რომ "ოცნება" საბოტაჟს უწყობს ჩემს ცხოვრებას, რადგან ჩემი გადასაწყვეტია, როგორ გავაგრძელებ მუშაობას - სალომე სამადაშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებებს, რომლებმაც ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტს საბოტაჟი უწოდეს.

სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნება" თავად უწყობს პოლიტიკოსს საბოტაჟს, როდესაც მას არჩევანის საშუალებას არ აძლევს და მანდატის შეჩერების შესახებ განცხადებას არ აკმაყოფილებს. 

"დღევანდელი გადაწყვეტილება, მიმაჩნია, რომ არის ჩემი სამართლებრივი და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა. მე, როგორც პარლამენტის წევრმა, დავწერე განცხადება ჩემი უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ საბოტაჟს უწყობს ჩემს ცხოვრებას "ქართული ოცნება", რადგან ჩემი გადასაწყვეტია პოლიტიკურ საქმიანობას და, ზოგადად, მუშაობას, როგორ გავაგრძელებ. სრულიად აბსურდულ მდგომარეობაში ვართ. სწორედ იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად ვხედავდი იმ სიტუაციის აბსურდულობას, რომელიც შეიძლებოდა ქვეყანაში შექმნილიყო, მე ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ შეთანხმება შემდგარიყო, რომ თავიდან აგვეცილებინა ეს ვითარება. თუმცა, ვფიქრობ, ოპოზიციამ საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო,"-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

დღის ამბები