17 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
დავით ნებიერიძე ამბობს, რომ ISFED "ქართულმა ოცნებამ" მოისყიდა

"ღამის კურიერის" ეთერში არასამთავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" თავმჯდომარე დავით ნებიერიძესა და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელ ლადო ბოჟაძეს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

შეკამათება მოჰყვა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საკითხისა და ოპოზიციის პარლამენტში შესვლის განხილვას. 

ლადო ბოჟაძემ გაიხსენა NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევა და აღნიშნა, რომ ოპოზიციურად განწყობილი მოსახლეობის 65%-ს სურს ოპოზიცია პარლამენტში იხილოს. 

"65% გეუბნებათ პარლამენტში შედითო, თქვენივე ამომრჩეველი. თქვენ რომელ ამომრჩეველს შეხვდით და რომელმა გითხრათ, პარლამენტში არ შეხვიდეთო? NDI-ს კვლევა არ მოგწონთ, ISFED ახლა აღარ მოგწონთ..."-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

ამ სიტყვებმა დავით ნებიერიძის გაღიზიანება გამოიწვია, რომელმაც აღნიშნა, რომ ISFED სწორედ იმის მაგალითია, რომ "ქართულ ოცნებას" პოლიტიკური მოსყიდვა მტკიცდება. 

"ISFED სწორედ ის მაგალითია, როდესაც თქვენ გიმტკიცდებათ პოლიტიკური მოსყიდვა. რასაც შეეწირა ISFED-ის წინა თავმჯდომარე. ეს იყო პოლიტიკური მოსყიდვის სისხლის სამართლის დანაშაულის ყველაზე მაღალი ეჭვები. რა წუთშიც თქვენ სცადეთ ISFED-ის მოსყიდვა, იმ წუთას აყირავდა სიტუაცია, რასაც შეეწირა თავმჯდომარე,"-განაცხადა დავით ნებიერიძემ. 

დღის ამბები