17 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
"გირჩი" იაგოთი აირჩიეს თუ იაგოს გარეშე?! ახლა ცალკე რომ ხართ, რა ვქნათ, ისევ შეგაერთოთ?! - ლადო ბოჟაძე ცოტნე კობერიძეს

პოლიტიკური პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ცოტნე კობერიძემ "ღამის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რომ პარლამენტი არ წარმოადგენს იმ პოლიტიკურ დაკვეთას, რაც საზოგადოებამ დააფიქსირა საპარლამენტო არჩევნებში. კობერიძის თქმით, ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა, შესაძლოა, პოლიტიკური კრიზისის ერთ-ერთი მიზეზიც შეიძლება იყოს.

"ჩვენ ვნახეთ არჩევნებში "ქართული ოცნება", რომელიც გავიდა ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით. მე ვნახე მათი განცხადებები, როდესაც ამბობდნენ, რომ ბიძინა ივანიშვილი იყო სუვერენი ანუ ძალაუფლების წყარო. დღეს ქართული პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილი წავიდა. ბიძინა ივანიშვილიანი "ქართული ოცნება" აირჩიეს და პოლიტიკური კრიზისი ამის გამოც შეიძლება გვქონდეს, იმიტომ რომ არ წარმოადგენს ეს პარლამენტი იმ პოლიტიკურ დაკვეთას, რაც ქართულმა მოსახლეობამ გასცა..." - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.

კობერიძის ამ სიტყვებს არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე გამოეხმაურა და მიმართა: "გირჩი იაგოთი აირჩიეს თუ იაგოს გარეშე?!"

კობერიძემ ბოჟაძეს უპასუხა: "იაგოთი და ყველათი"...

თავის მხრივ ბოჟაძემ კობერიძეს კიდევ ერთხელ ჰკითხა: "ახლა ცალკე რომ ხართ, რა ვქნათ, ისევ შეგაერთოთ?! თუ დაგშალოთ და ცალ-ცალკე გაყრევინოთ კენჭი 2024-ში?!" 

კობერიძისთვის გაუგებარი აღმოჩნდა, რა შუაში იყო ეს შეფასება, რაზეც ბოჟაძემ უპასუხა, რა შუაშია ივანიშვილის წასვლა "ოცნების" არჩევასთან. 

 

დღის ამბები