19 მაისი 2024,   13:33
ვრცლად
გავიხსნებით და ვიმუშავებთ ჩვეულ რეჟიმში, სრულად გვაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა - მერიკო გუბელაძე რესტორნების თვითნებურ გახსნაზე

დაუმორჩილებლობა "არაადეკვატურ" შეზღუდვებს - 200-მდე რესტორანი კვირის ბოლოდან მუშაობას თვითნებურად იწყებს. რესტორატორების თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრის მოთხოვნაზე უარია. ისინი სრულად იზიარებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მათ ქმედებას მოჰყვება და ამბობენ, რომ ამისთვისაც მზად არიან.

რესტორატორებმა შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია 30 იანვარს გამართეს. მაშინ ორგანიზატორებმა მთავრობას 1-ლი თებერვლიდან გახსნის გეგმის წარმოადგენა თხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაუმორჩილებლობა დააანონსეს.

"შემდეგი ნაბიჯი იქნება გახსნა, ჩვენ გავიხსნებით და ჩვეულ რეჟიმში ვიმუშავებთ, რეგულაციების დაცვით, როგორც აქამდე ვმუშაობდით. სრულად გვაქვს გაცნობიერებული ის პასუხისმგებლობა რასაც ვიღებთ ამ განცხადებით ჩვენ თავზე. ჩვენ უბრალოდ ვფიქრობთ, რომ ჩვენ არ ვართ უფრო მეტად საშიში ამ კუთხით ვიდრე თბილისის სუპერმარკეტები, სააფთიაქო ქსელები, სასტუმროები და ასე შემდეგ," - აცხადებს რესტორატორი მერიკო გუბელაძე.

დღის ამბები