თბილისის მერის თქმით, სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, მიმდინარე კვირიდან ვაკის პარკი სრულად დაიკეტება. ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ სივრცის სული მოწყობა წლის ბოლოსთვის დასრულდება.
"დაწყებულია ვაკის პარკის სრულმასშტაბიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები. ეს არის სივრცე, რომელიც ქალაქის ცენტრში მდებარეობს და მის განახლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ. ის მნიშვნელოვანი ელემენტები, რომელიც ამ პარკს გააჩნია, თავისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიდან გამომდინარე, ყველაფერი შენარჩუნდება და მოწესრიგდება. რამდენიმე დღეში მოგვიწევს პარკის სრულად დაკეტვა, რადგან საკმაოდ მასშტაბური სამუშაოები იწყება.
დაგეგმვის ეტაპზე აქტიური კომუნიკაცია გვქონდა მოსახლეობასთან, საკმაოდ მაღალი იყო მათი ჩართულობა და ბევრი საინტერესო იდეა ჰქონდათ, რომელიც ამ პროექტში იქნა გათვალისწინებული. სამუშაოები წლის ბოლომდე მთლიანად უნდა იყოს დასრულებული. დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის შემდეგ, ქალაქში კიდევ ერთი კარგი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება," – განაცხადა დედაქალაქის მერმა.