ავარია გურჯაანის მუნიციპალიტეტში. დაშავებულია ახალგაზრდა ქალი და მისი მცირეწლოვანი შვილი.
შემთხვევა სოფელ კახიფარში ცენტრალურ ტრასაზე მოხდა. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა ქალმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ხელ შეეჯახა და რამდენჯერმე ამოტრიალდა, შედეგად კი ქალმა და მისმა 8 წლის ვაჟმა სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღეს ახალგაზრდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსა. მათი მდგომარეობა მძიმეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს გამოძიება.