გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის სკოლაში კორონავირუსი დაფიქსირდა.
ვირუსით ინფიცირებულია სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელი და ბუღალტერი.
გურჯაანის რესურსცენტრმა განათლების სამინისტროსთან კოორდინირებული გადაწყვეტილება მიიღეს და სკოლა ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.