17 ნოემბერი 2024,   11:28
ვრცლად
იმედი მაქვს, იმის ნაცვლად რომ ყველა ხიდი გადაწვან, "ქართული ოცნება" და ოპოზიცია უთანხმოებების დაძლევას შეძლებენ - მარინა კალიურანდი

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი იმედოვნებს, რომ „ქართული ოცნება" და ოპოზიცია მრავალპარტიულ პარლამენტში მუშაობით უთანხმოების დაძლევას შეძლებენ.

შესაბამისი განცხადება ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის ხელმძღვანელმა Twitter-ზე გაავრცელა.

"საქართველოს პარლამენტმა მუშაობა დაიწყო და იმედი მაქვს, იმის ნაცვლად, რომ ყველა ხიდი გადაწვან, "ქართული ოცნება" და ოპოზიცია მრავალფეროვან, მრავალპარტიულ პარლამენტში, ერთად მუშაობით უთანხმოებების დაძლევას შეძლებენ," - წერს კალიურანდი.

დღის ამბები